,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად”- არჩილ თალაკვაძე

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ნაკლებად საინტერესოა.

„როგორც ჩანს, ამ ნომინაციაში უპირობო ლიდერი ნიკა მელია ვეღარ არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან სიახლე მოვისმინოთ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილი და მისი კლანი ახდენდნენ ზეგავლენას მელიაზე, როცა ის უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და თავს ესხმოდა კონსტიტუციას, ინსტიტუტებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები სთხოვდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის წინააღმდეგ წასულიყო და პატიმრობაში მოხვედრილიყო, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. როგორც ხედავთ, ადამიანი, რომელიც მაშინ პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს მისი გადაყენების ოპერაცია მიმდინარეობს და ეს ხდება იმისთვის, რომ სჭირდებათ თავზე ხელაღებული ადამიანი და ვინც უფრო შეასრულებს დავალებებს, რომელიც კეზერაშვილსა და სააკაშვილს ექნებათ“,- აღნიშნა  თალაკვაძემ.

მსგავსი თემები