,,ადამიანი არის ძვალი და ტყავი… მოძრაობა უჭირს” ნატო ჩხეიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან კლინიკა “ვივა-მედში” მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.  მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული და მოძრაობა უჭირს.

,,რა თქმა უნდა, სიტყვები მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კი, მაგრამ თერაპიულ განყოფილებაში წევს, არ არის ინტენსიურში და რა მოხდა, ძალიან კარგად არისო“. აი, რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადამიანი თერაპიულ განყოფილებაში და რატომ არ უნდა იყოს ინტენსიურში… ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად, ეს არის სკელეტი. როცა ამბობენ, დაიკლოო, არ ვიცი 30კგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი არის ძვალი და ტყავი. მოძრაობა უჭირს, საერთოდ სახსრების მოძრაობა უჭირს. ის, რაც არ უჭირს, ეს არის საუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით. იმდენად მძიმეა, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და უნდა იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდით. ექიმი აბით და წამლით თუ ვერ მკურნალობს, სიტყვით მაინც უნდა უმკურნალოს. ის არის პატიმარი, რომელსაც აუცილებად სჭირდება ადამიანის ნუგეში, თუნდაც იმის, ვინც 20 წლეიწადია არ უნახავს, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი თემები