,,რუსეთი მისი უარყოფითი შედეგების გამო ათწლეულების განმავლობაში დაზარალდება”- ჯიმ რიში

ამერიკელმა სენატორის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშიმ განაცხადებით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი მისი უარყოფითი შედეგების გამო ათწლეულების განმავლობაში დაზარალდება.

სენატორის შეფასებით, ომის შემდეგ რუსეთის მიმართ ნდობა აღარავის ექნება.

„უკრაინის მოსახლეობას რუსეთის ბრაზი აქვს და ეს არის გამართლებული რისხვა, რომელიც არ გაქრება, არ განიკურნება რამდენიმე თაობის განმავლობაში. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ომი დამთავრდება, მხარეების შერიგება არ მოხდება.
ომიც მძიმე იქნება რუსეთისთვის. რუსეთი, იმის გამო, რაც მან გააკეთა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაიტანჯება, რადგან მსოფლიო მათ მიმართ ნდობას დაკარგავს. მათთან საქმის დაჭერა აღარავის ენდომება“ – აღნიშნა რიშიმ.

მსგავსი თემები