,,ნატო-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან”- იენს სტოლტენბერგი

,,უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები იზიარებენ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომელსაც სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები