,,აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ,,ნატო,,-ში” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ,,ნატო”-ში.

დიპლომატის შეფასებით, აშშ ყოველთვის ცდილობს მოიძიოს სხვადასხვა გზები საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რათა გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ალიანსთან.

„აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში. ნატო-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ნატო-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.

 

 

მსგავსი თემები