საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 793-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 712 პირს დაუდასტურდა, 1 561 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 29 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები