„არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის“ – ევროპარლამენტარი

  •  

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს რუსეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით.   

„ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის  ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი შესაფასებელი.  რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ხდება რუსეთთან  დაახლოება. მსგავს გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება. იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დაცულები ქუჩაში. თუ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად პრესა იქნება წნეხის ქვეშ, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულების დარღვევა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები