“დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, მეოთხე ტალღის დასაწყისი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 26 ივლისიდან ქვეყანაში მეოთხე პიკის დასაწყისი დაიწყო და ის შესაძლოა კიდევ 2 კვირა გაგრძელდეს.

“მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და დღეს, დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი რაც გვაქვს – 2 700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში ის უკვე სჭარბობს მესამე ტალღის პიკს, ანუ მაისის 17-ში რაც იყო. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ კარგად, თუმცა ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომ დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით 25 ივნისამდე. 26 ივნისიდან ისევ დაიწყო ზრდა.

დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ანუ თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესებულია, თუმცა ტემპი ზრდისა ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა და შემდგომ შეიძლება იყოს ქვესვლა, ოღონდ ნელი ტემპით. ეს რომ შევაკავოთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები