“ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

  •  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.

კლების ტენდენცია კი, დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

მსგავსი თემები