კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კულტურის სამინისტრო ეხმაურება

კულტურის სამინისტრო კონკურს “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არ ერევა და “ლიტერასთან” მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი.

უწყება ასევე განმარტავს, რომ კონკურსის ჩასატარებელი თანხა სამინისტრომ გამოყო.

“კონკურსს “ლიტერა” სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს,” – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მსგავსი თემები