„მოღალატესთან არავინ რიგდება“ – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მოღალატეებთან“ გარიგებას გამორიცხავს და ამ სიტყვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთან აკავშირებს. როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოალიცია გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც.“

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები