„ის, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, დაგვამუნჯა“ – ევროპარლამენტარი თეა წულუკიანზე

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის ქმედებით გაკვირვებულია. საუბარია ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შემთხვევაზე, რომელიც სენაკის თეატრში მოხდა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ის, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონთან დაკავშირებით გააკეთა, გასაოცარი და დასამუნჯებელია.

„ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი თემები