„რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი გუნდი საარჩევნო ხმების რამდენ პროცენტს მოიპოვებს, რადგან ვადამდელი არჩევნები მაინც არ დაინიშნება.  

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, როცა ნიადაგი მომწიფდება, კოალიციურ მთავრობაზე სწორედ მაშინ იმსჯელებენ.

„ნებისმიერ დროს, თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში,  ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატები დაასახელა.

მსგავსი თემები