ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

  •  

ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და შარლ მიშელის დოკუმენტი იყო.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულები არიან. 

“ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნებოდა რელსებს და ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რა თქმა უნდა, არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში ფაქტიურად აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა დოკუმენტის შესრულებაზე.

თუმცა, ჩვენ რაც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორისგან, იყო ის, რომ ეს არ უნდა გახდეს ამომრჩევლისთვის იმედგაცრუების საგანი და პირიქით, ისინი უნდა მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი მოსაზრება, რომელი პარტია წაიყვანს ამ ქვეყანას უკეთესი განვითარებისკენ,“ – განაცხადა ნინო დოლიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი შეხვედრის დროს განხილული მთავარი საკითხების შესახებ საუბრობს. განხილვის თემებს შორის იყო საარჩევნო სისტემის რეფორმა, ასევე 5 ივლისს განვითარებული მოვლენები.

“ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და რომელიც “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ გააკეთოს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ვისაუბრეთ ასევე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და ასევე, იმ სიტუაციაზე, რაც მედიას უკავშირდება ბოლო პერიოდში,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მსგავსი თემები