„დიალოგი ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის“ – ვანო მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია დიალოგსა და ულტიმატუმს ერთმანეთში ურევს, რის გამოც, დიალოგი არ გამოდის.  

„ასეთ დიალოგს რა აზრი აქვს. ხელისუფლებაც ამბობს, დიალოგისთვის მზად ვართ ერთადერთი დაშვებით – შემოვიდნენ პარლამენტში და მერე ვილაპარაკოთ. ეს ხომ დიალოგი არ არის, ეს ულტიმატუმია. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს. შესაბამისად, პირობების დაყენება, რასაც ისინი აკეთებენ, დიალოგი „ცხელი თოვლივითაა“, არ გამოდის“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამუშაო ფორმატში შეხვედრა ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

მსგავსი თემები