თბილისში 1033 შემთხვევა – როგორია კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით

„კოვიდ 19“-ს გავრცელების მხრივ, თბილისში გავრცელება ყველაზე მასშტაბურია. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, დედაქალაქის შემდეგ მოდის აჭარა – 502 შემთხვევით.

„დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები