ევროპარლამენტში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა

  •  

“ევროპარლამენტში კორონავირუსის ასობით შემთხვევა გამოვლინდა,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

„ევროპარლამენტში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ასობით შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

სასოლიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატების ნაწილმა გაასაჩივრა, რომ პარლამენტის დახურვის შემდეგ, ისინი დღიურ ანაზღაურებას – 323 ევროს ვერ იღებენ.

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ევროპარლამენტის დეპუტატები ამ თანხას მხოლოდ ფიზიკურად რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში იღებენ. აღნიშნული თანხით, ბირუსელსა და სტრასბურგში დეპუტატების საცხოვრებელი ხარჯები ფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ევროპარლამენტში სესიები ოქტომბრის შემდეგ დისტანციურ რეჟიმში იმართება.

მსგავსი თემები