“სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ შემოღება არ განიხილება.

როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება. სრული „ლოქდაუნი“ რამდენიმეჯერ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ეს შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია. მაინც არის სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით. რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, თუმცა ჩვენ არც ჰოლანდია ვართ, არც ბელგია და არც საფრანგეთი. ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს, რეგიონში იყო სერიოზული ომი. ნაწილობრივი ,,ლოქდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში უკვე არის, რომელიც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ გაფართოვდეს, თუმცა სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები