თამარაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი – მაშველებმა შემთხვევის ადგილზე ცხედარი იპოვეს.  მისი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. საცხოვრებელ კორპუსში, ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების რისკი აღარ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

მსგავსი თემები