თამარაშვილის ქუჩაზე, კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში ხანძარია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მობილიზება ამ წუთებში ხდება.

მეზობლების ინფორმაციით, იყო აფეთქების ხმაც. მათი ვარაუდით, ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირი იყოს. 

მსგავსი თემები