დღეს „კოვიდის“ მაქსიმალური ინფიცირება დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ ინფიცირებულთა“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია –  ინფიცირებულია 3 120 ადამიანი.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 69 681-ს.

მსგავსი თემები