“საქართველოში დღეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში დღეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა,” – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

“რეზერვში გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე PCR ტესტი ქვეყანაში და დაახლოებით 45 ათასი სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარებოდა, ანუ სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. ჩვენც, რაც შეიძლება სწრაფი დიფერენციალური დაიგნოსტიკისთვის ეს ინსტრუმენტი გვექნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები