“ხმების გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა კიდეც” – მამუკა მდინარაძე

  •  

„ხმების გადათვლის შედეგად გაყალბების კვალი არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 20-მდე უბნის გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები გაუმჯობესდა კიდეც.

ამის მაგალითად მან ბათუმი მოიყვანა, სადაც მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხმები დაკლებული, საუბარია 13 ხმაზე.

„ამ ყველაფერს ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არც პრეტენზიცები გამოუთქვამთ. შესაბამისად, ფაქტებით დადასტურდა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში ტექნიკურ ხარვეზებთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ 

მსგავსი თემები