“სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა თანამდებობა დატოვა” – ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა დაკავებული პოზიცია დატოვა.

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს – თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები