„ტრაგიკული შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, თუ…“ – პაატა იმნაძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ს არაფერი გააჩერებს. შესაბამისად, იმნაძე მოსახლეობას მიმართავ და კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

„პრობლემა მთელ დედამიწაზეა  არსებობს და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ საკუთარ პატარა წვლილს იმით, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთმანთისგან დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, არაფერი გააჩერებს „კორონას“. ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც თითო-ოროლა გვაქვს, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. სხვა არაფერი არ მოუგონებია კაცობრიობას დისტანციის და ნიღბის გარდა.თუ ამას დავიცავთ, “კორონას” გავრცელება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა ვერც ერთი სისტემა გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები