„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

  •  

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.

მსგავსი თემები