ქუთაისში დაგეგმილი აქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ გააუქმა

“ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქცია” – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებიდან და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. „ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები და ჩვენ უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმე კვირიან პაუზას რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი თემები