“პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში” – ლევან რატიანი

„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე – მეოთხე დონე “ემერჯენსის” ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით” – ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე – მეოთხე დონე “ემერჯენსის” ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე “კოვიდით”, რეგიონული პრინციპის მიხედვით. ეს შვებას მისცემს როგორც 112-ს, ისე “კოვიდ კლინიკებს” და თავად მოსახლეობას. პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში. ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან “კოვიდ სასტუმროებში” ან ბინაზე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდ ინფიცირებული და დანარჩენი პაციენტებიც, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის “ემერჯენსებმა” მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები