„სომხეთმა, უბრალოდ, ხელიდან გაუშვა დროული მოლაპარაკებისა და ომის თავიდან აცილების  ყველა შანსი“ – ფუად ახუნდოვი

“არსებობს ცნობილი გამოთქმა: მოვლენა მხოლოდ პირველი 45 წუთის განმავლობაში არის სიახლე და შემდეგ ის უკვე ისტორიაა. დღეს ამგვარი ისტორია სწორედ ჩვენს თვალწინ იწერება, ისევე, როგორც ისტორიული ფალსიფიკაციის შექმნის ტექნოლოგიაც აი, ცინცხალი მაგალითი – სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს: მილიონზე მეტმა სომეხმა დატოვა აზერბაიჯანი! საინტერესოა, როგორ არის ეს შესაძლებელი, თუ აზერბაიჯანში, ყარაბაღის ჩათვლით, მხოლოდ 400 ათასზე ნაკლები სომეხი ცხოვრობდა?” – წერს პროფესორი ფუად ახუნდოვი ანალიტიკურ სტატიაში და აცხადებს, რომ სომხეთმა მოლაპარაკებისა და ომის თავიდან აცილების შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა.

მისივე შეფასებით, ვინაიდან გამოთქმას “რაც ერია, ის ბერია” აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, დანარჩენი, ეთნიკურად სომეხი პიარის სპეციალისტებიც დაახლოებით ასე იქცევიან.

„მართალია, შესაძლოა არმენ ვარდანის ძე ოდნავ დაიბნა და დაასახელა სომხების ის რაოდენობა, რომლებმაც სომხეთი დატოვეს ბოლო წლებში. ასეა თუ ისე, მან ყველას შესანიშნავი მაგალითი მისცა, თუ როგორ იქმნება სიყალბე. როგორ მიაღწია “სომეხთა გენოციდის” მსხვერპლთა რაოდენობამ 1915 წელს ნახევარ მილიონს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ეთნიკურ სომეხს უბრალოდ არ უცხოვრია ოსმალეთის იმპერიაში. ამას ემატება ის  ღირებული ინფორმაცია სომხეთის ისტორიის იმ 200 ყველაზე ძვირფასი ნივთის შესახებ, რომლებსაც თავად სომხები სათუთად უმალავენ საერთაშორისო კვლევებსა და ექსპერტიზას.

ავიღოთ, მაგალითად, საკმაოდ ცნობილი პეგოვი, ანუ WarGonzo, უფრო სწორედ, არამ გაბრელიანოვის “მეტყველი თავი”. სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ “რაც გაბრელიანოვს ფიქრებში უტრიალებს (ან რასაც გონებას ეძახის), პეგოვიც იმასვე ახმოვანებს, ანუ Telegram არხზე” უკვე დადასტურებულია. ცოტა ხნის წინ, ამ სუბიექტმა სენსაციური ამბავი გვამცნო: აზერბაიჯანში ოფიცრები ამბოხს ამზადებენ, რადგან მათ არ სურთ დაემორჩილონ თურქ ოფიცრებს. პეგოვი გვთავაზობს – მხოლოდ სიტყვაზე ვირწმუნოთის ფაქტი,  რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს “მართავენ” ”თურქი ოფიცრები.  საიდან იცის “სამხედრო ბლოგერმა” პეგოვმა ამბოხის შესახებ, რომელიც  სრულიად ფარულად უნდა მომზადდეს, განსაკუთრებით “კულუარებში”? სამაგიეროდ, Telegram- ზე გამოქვეყნებული პოსტის ბოლოში მოყვანილია ამონარიდი  გაბრელიანოვთან მიმოწერიდან, სადაც პეგოვი თანახმაა გამოაქვეყნოს წინასწარ მომზადებული ტექსტი.

ცოტა ხნის წინ, ამ პიროვნებამ ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანული ჯავშანმანქანიდან ნაალაფევს ინაწილებენ. ამავდროულად, ეს სუბიექტი აღტაცებით ითვლის ჯავშანტრანსპორტიორიდან გადმოსვენებული დაღუპული ჯარისკაცების სხეულებს. თავად გარდაცვლილთა სხეულები, რა თქმა უნდა, ჩანაწერზე აღბეჭდილი არ არის, ისღა დაგვრჩენია, სიტყვაზე ვენდოთ “სამხედრო ლიდერს”.  ჯავშანტრანსპორტიორი ექვსადგილიანია და შიგნით საკმაო სივიწროვეა. მაგრამ პეგოვი ითვლის მსგავსად მგლისა მულტფილმიდან “აბა, დამაცადე!”, კრივის რინგზე ნოკაუტის შემდეგ თავისი “შვიდას სამოცდარვა, შვიდას სამოცდაცხრა …” და ა.შ. და ბოლოს ის აცხადებს: მორჩა, განადგურებულია ცნობილი აზერბაიჯანული სპეცრაზმი “იაშმა”!

შესაძლოა, პეგოვ-გაბრელიანოვმა არ იცოდეს ამის შესახებ, მაგრამ სომეხი პროპაგანდისტები იაშმას სპეცრაზმელებს მინიმუმ მეხუთედ მაინც “ანადგურებენ”. პირველად ეს 2016 წლის აპრილში გამოცხადდა, ახლა ასეთი სენსაციური განცხადებები რეგულარულად ვრცელდება. მაგრამ WarGonzo- ს წასასვლელი აღარსად აქვს, ის გაიმეორებს იმას, რასაც “ნედომედიამაგნატი” აშოტ გაბრელიანოვი უბრძანებს. მას არც კი აინტერესებს, ვინ დაუჯერებს მას “ახლა ჩაის ვსვამ ჰადრუტში” ან “ახლახან ჯაბრაილში ვიყავი და იქ აზერბაიჯანელები არ არიან” მსგავსი ეპიკური ყალბი ინფორმაციების გავრცელების შემდეგ.

ჩავთვალოთ, რომ პეგოვი, საბოლოო ჯამში, არმაგიტროპის ზოგად ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე გამოირჩეოდა. საკმარისია გავიხსენოთ, თუ როგორ ჯიუტად უარობდა სომხეთი მათი ტერიტორიული დანაკარგების აღიარებას და ჰადრუთის, ფიზულის, ჯაბრაილისა და ზანგილანის ოკუპაციისგან განთავისუფლებას, თუ როგორ ავრცელებდნენ სასაცილო სიცრუეს “ეს მათი საბოტაჟო და სადაზვერვო ჯგუფები შედიან ქალაქებში, აკეთებენ სელფებს დროშასთან და მიდიან” მსგავსად და შემდეგ მათ მოულოდნელად აღიარეს გუბადლის დაკარგვა. აქ არ ითვლება “ჩამოგდებული საჰაერო ხომალდს”, “პაკისტანის სპეცრაზმი” და სხვა ეპიკურ სიცრუე, რომლებიც უმალვე იქცევიან epic fail-ად. ეს არ არის ნამდვილი და კატასტროფული epic fail სომხეთისთვის. სინამდვილეში, სწორედ სომეხი პროპაგანდისტები აგებენ ლომის წილ პასუხს მათ ამჟამინდელი დამარცხებაზე.

ისტორია ვერ იტანს დაქვემდებარებას. მაგრამ, ალბათ, თუ სომხეთმა დროულად გაანალიზა, თუ როგორ ძლიერდება აზერბაიჯანი და როგორ სუსტდება მათი საკუთარი ქვეყანა, იქნება თავიდან აიცილებინა ამჟამინდელი ომი, სისხლი და მსხვერპლი. როდესაც მედიაში გამოჩნდა პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სომხეთის მთელ სახელმწიფო ბიუჯეტს აჭარბებს, ერევანში მათ ეს განცხადება გააუფასურეს: მერე რა? მთელი ეს ბიუჯეტი გენერალის აგარაკებზე დაიხარჯება! როდესაც მათ აღლუმებზე ახალი იარაღის დემონსტრირება დაიწყეს, სომხეთმა კვლავ მიმართა თავის “გაუვალ ოპტიმიზმს”:  არა იარაღი იბრძვის, არამედ – ხალხი, სომხები მეომრები არიან. “ჩვენ გვყავდა ტიგრან დიდი და ამ აზერბაიჯანელებს მხოლოდ ბაზარში  ვაჭრობა შეუძლიათ!” 2016 წლის აპრილში ლელეტეპეს გორას მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთის მარცხმაც კი ვერ გამოაფხიზლა ისინი. დაივიწყეს, თუ რამდენმა მეთაურმა დაკარგა თანამდებობა და “ყურადღება არ მიაქციეს” რა, თუ ვის უნდა დაეკარგა ტერიტორია, სომხეთში თავის თავს არწმუნდნენ:  ეს ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, რომ არ გავეჩერებინეთ, ბაქოში ჩაის დავლევდით, ბულვარს გავუყვებოდით და ნავთობიდან მიღებულ დოლარებს დავითვლიდით … მას შემდეგაც კი, რაც სომხეთმა საბოლოოდ დაასრულა მოლაპარაკებები და მის პროვოკაციას 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა, სომეხმა პიარ-სპეციალისტებმა განაგრძეს თავიანთი ბინძური ქმედებები. მათ დაარწმუნეს აუდიტორია: ”ჩვენ მათ ბლიცკრიგი დავურღვიეთ, ეს ტაქტიკური უკან დახევაა, აი, სულ ცოტაც – და …”.

ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეკითხათ საკუთარი თვებისათვის: ვინ, სად და როდის ისაუბრა “ბლიცკრიგზე”? მით უმეტეს, როცა მთაში ომი საერთოდ არ არის შესაფერისი “ბლიცკრიგისთვის”? გასაკვირია, როგორ ქადაგებდნენ მიკროფონთან  სომეხი პროპაგანდისტები, რომლებმაც ვერც კი გაიგეს, სომხეთი უკან იხევდა თუ წინ მიიწევდა, და არცრუნ ოვანისიანი : ”ვერ წარმომიდგენია ტაქტიკური ხაზები რომელიმე პოზიციაზე ან მიმართულებით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩრდილოეთით და სამხრეთით ვითარება საკმაოდ რთულია. ვინ, ზუსტად რომელ მომენტში, რომელი მხარეა რა პოზიციაზე, არ მგონია ეს ასე მნიშვნელოვანი იყოს. მიმდინარეობს მძიმე და შეუპოვარი ბრძოლა, ხშირად ხდება პოზიციური გადანაცვლება – როგორც წინ, ისე უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, მოდი, ამაზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ! ”- შეიძლებოდა, რომ ისინი ინფორმირებული ყოფილიყვნენ აზერბაიჯანის სარდლობის გეგმების შესახებ? შედეგად, სომხურ აგიტპროპებს სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე ქილიკობენ: თქვენ უკვე დაგვარწმუნეთ, რომ აზერბაიჯანელებს არ წაურთმევიათ  ფიზული, შემდეგ, რომ ისინი არ არიან ჰადრუთში, ჯაბრაილში, იქნებ ვაღიაროთ, რომ ომს ვაგებთ?

შედეგად, სომხეთმა უბრალოდ ხელიდან გაუშვა დროული მოლაპარაკებისა და ომის თავიდან აცილების  ყველა შანსი; რაც მას ესოდენ ძვირად უჯდება კიდეც. ერთი სიტყვით, მორალი ასეთია:  ყურები დროზე უნდა გამოიბერტყო“ – წერს ანალიტიკურ სტატიაში პროფესორი ფუად ახუნდოვი.

მსგავსი თემები