სტომატოლოგებისა და ნებისმიერი დაუსაქმებელი მედ-პერსონალის მობილიზება ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, იმ ადამიანის მობილიზება ცხადდება, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო განათლება გააჩნია. ჩამონათვალში ის ადამიანებიც მოიაზრებიან, რომლებიც დაუსაქმებლები ან პენსიონრები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პენსიონრები შესაძლოა რეანიმაციაში ვერ გამოდგნენ, თუმცა პირველად რგოლში მათი ჩართვა აუცილებელია.    

„მთლიანად, ქვეყანაში არსებულ სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ან პენსიაზე არიან, შეეძლებათ მოეძებნოთ დანიშნულება, გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციაში და ჰოსპტლებში, მაგრამ, ისინი „ქოლცენტრებსა“ და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, იგივე, „კოვიდ სასტუმროებში“ შესაძლოა გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სამედიცინო კორპუსი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მობილიზება სტომატოლოგებსაც ეხებათ.    

„სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეუძლიათ გამოყენებული იყოს კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 დამე-5 კურსის სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები