საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა – პენსიონერი, სისტემიდან გასული თუ სტუდენტი, ყველა გამოძახებულია

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა, ასევე, ახალგაზრდების, მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები უკვე გაიარეს.

„ეს სწორედ კლინიკური მართვის ახალი მექანიზმია, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე თუმცა მანდ არსებობს რამდენიმე სუსტი წერტილი. პირველი რიგში რა თქმა უნდა ეს არის არა საწოლების რაოდენობა, არამედ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მათი ინფიცირების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც იზრდება, ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. „ჩვენ დღეს უკვე გამოვაცხადეთ საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა. ახალგაზრდების, მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, დაწყებულია უკვე სრული მობილიზება ჯანდაცვის სექტორის იმ თანამშრომლების, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ის ჩავარდნები, რომელიც პერსონალის ნაწილში გაგვაჩნია ამოვავსოთ. მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველაზე მარალი რისკის შემცველები არიან სამედიცინო პერსონალის, რომელთა ინფიცირების რაოდენობა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში იზრდება ეს გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ ჩვენ ვალაგებთ ახლა ამ პროცესს, პროცესი გადადის უკვე ბევრად უფრო ეფექტურ რეჟიმში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში მსგავსი პრობლემები აღარ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები