“მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენიან ადამიანს თამაშობს” – მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენიან ადამიანს თამაშობს”, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს არის ერთადერთი არალეგიტიმური ადამიანი ამ არჩევნებზე, რომელიც კამპანიაში იყო ჩართული და ლიდერად გვევლინებოდა. ის არც საქართველოს მოქალაქეა, მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული თავისივე დანაშაულებისთვის. ამიტომ, ეს ადამიანი უბრალოდ თავის მომხრეებს აქეზებს და ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს თავი, მოდის, ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება. თამაშობს და ჰგონია, რომ საპროტესტო ტალღას ააზვირთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები