“სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს” – გიორგი გახარია

“სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება. გვესმის რა ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის. თუმცა ეს ვერ იქნება ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმითვე, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია უკვე აქცია – როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია – როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა.

„ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია უკვე აქცია – როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია – როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა. უკვე ასეთ სახეს იღებს. რა თქმა უნდა, არსებობს წითელი ხაზები. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი ინსტიტუციონალური სიძლიერე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას, სახელმწიფოს დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უკან არ დაიხევს. ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ. ეს არ ეხება და ვერ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. ყველას შუძლია აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების ისე, რომ დაიცვას წესები. ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, წესი, დრო და ყველაფერი უდნა გაკეთდეს ისე, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, გამოიჩინა გმირობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები