საკოორდინაციო საბჭო წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს

  •  

“წერტილოვან შეზღუდვებს საქართველო თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებისა. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა.

„ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებისა. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები