“ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მოცულობის გაზრდაზე მუშაობას განაგრძობს” – ეკატერინე ტიკარაძე

“დღეისთვის, კლინიკებში განთავსებულია 4 223 კოვიდინფიცირებული ადამიანი. 359 ადამიანი ტრიაჟში იმყოფება. ამ ეტაპისთვის, 68 კლინიკაში, კოვიდისთვის 5 116 საწოლია მობილიზებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„68 კლინიკის ბაზაზე, დამატების გარეშე, გვაქვს 7 268 საწოლის მობილიზების რესურსი, ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მოცულობის გაზრდაზე მუშაობას განაგრძობს. ამასთან, გრძელდება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, კლინიკების ჩართულობის გასაზრდელად, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვნად კვლავ ადამიანური რესურსი რჩება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი თემები