ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბელარუშში სიტუაციის სერიოზულობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გათვალისწინებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და კიდევ 14 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა, სანქციები ასევე დაუწესდა შემდეგ პირებს: ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბელარუსის პრეზიდენტის მრჩეველს, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, საგამოძიები კომიტეტის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ძალოვანი სტრუქტურების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ხოლო მათი აქტივები გაყინვას დაექვემდებარება.

მსგავსი თემები