,,თუ ვიქნებით ერთიანნი, გვარამია-სააკაშვილიც გათავისუფლდებიან და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ”- გიორგი ვაშაძე

,,ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთიანობის გარდა, გამარჯვების სხვა ალტერნატივა არ არსებობს. „საერთო ევროპული ერთობა თუ იქნება ევროპულ ფლანგზე, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გვარამიასაც და სააკაშვილსაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ეს არის ერთადერთი გზა, ერთიანობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა, გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობა, გვინდა, სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობა. ევროკავშირის სტატუსი გვინდა? ერთიანობა. ვიდრე ერთობას არ დაინახავს, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ, არანაირი შეწყალება არ იქნება, ნუ გექნებათ ეს ილუზია, უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ…

მეტი...

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა…

მეტი...

,,თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ პროტესტის ძალიან სერიოზული ტალღის წამოწყებას, რომელიც ამათ გადალეკავს”- გედევან ფოფხაძე

„შინაგანად იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, საღი აზრი არსებობდეს, ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს,”-  ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ”სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც საქმეშიც არანაირი დანაშაული არ აქვს, სისხლის სამართლის საქმეც არ არის, სადაც დანაშაული წერია, ასეთი ადამიანი გაუშვა ციხეში.” „შინაგანად იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, საღი აზრი არსებობდეს, ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას,…

მეტი...

,,მოვუწოდებ მოსახლეობას, მოგვმართონ ავტოფარეხების აღების თხოვნით და მათ ადგილას რეკრეაციულ სივრცეებს მოვაწყობთ”- კახა კალაძე

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. „ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი…

მეტი...

,,მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას”- ადვოკატი

,,მოსამართლეებმა ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას და ხელს უშლის მას ევროპული ინტეგრაციის გზაზე,”– ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა, რომ გვარამია ექვსი თვე ციხეში იჯდა ავტომობილის საქმეზე, ამიტომ გადაწყიტეს, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა. „იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმროში, ჯორბენაძემ, მაღლაკელიძემ და მამისეიშვილმა გადაწყვიტეს, რომ გაიზიარონ ლაშა ჩხიკვაძის ბედი. მათ ფაქტობრივად ძალაში დატოვეს უკანონო განაჩენი,…

მეტი...

,,პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გვარამია გაათავისუფლოს. „ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლება პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას და მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის…

მეტი...

,,მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია”- კახა კალაძე

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის. „საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის…

მეტი...

,,მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო,”-  – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კრახით დასრულდება ყველაფერი, რასაც არა სინდისი, არამედ ”მინდა ვიყო ოლიგარქის ფული მართავს”. „მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო. (მოტივი აქაც ეგო იყო – წინა წელს ისეთი საზიზღრობები აკეთა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ მართალი იყო და ბოკერიასთან ალიანსი არ გამოდის – იყიდა ეგ პერცეფციაც) გაწია. ელენე გაჩუმდა. ზურა გაჩუმდა. არჩევნები კრახით დასრულდა. ასე დასრულდება ყველაფერი, რასაც არა სინდისი, არამედ მინდა…

მეტი...

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს საბიუჯეტო სახსრებით შეისყიდის

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. „სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა შევისყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით, არ ავიღოთ ამისთვის სესხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო…

მეტი...

,,ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“- ზელენსკი

,,ქვეყნის ცხრა რეგიონში, ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება, რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგება და ელექტროენერგია ტექნიკურად. „ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის, ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას” ედავება. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ,,ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„ე.წ. ლიბერალების თავდასხმის ობიექტი მართლმადიდებლური ეკლესიაა“ – ხალხის ძალა

„ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აცხადებენ „ქართული ოცნებიდან „ წასული დეპუტატები და ბრძოლას ახალი მიმართულებით იწყებენ. „ხალხის ძალა“ ამერიკის საელჩოს ე.წ. ლიბერალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში ადანაშაულებს, რომელთა მთავარი მიმართულება ტრადიეიცების წაშლაა. „როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან…

მეტი...

„ცდილობენ ერთსქესიანთა ქორწინების, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის დანერგვას“ – მორიგი კრიტიკა ამერიკის საელჩოს   

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები ამერიკის საელჩოს, ამჯერად, შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანება წარმოადგენს. ისინი „ლიბერალების“ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილებას  ერთ-ერთ ძირითად  მიმართულებად ასახელებენ. „დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს…

მეტი...

მეტროს გვირაბში ძაღლი შეძვრა, რის გამოც მოძრაობა გაჩერდა

თბილისის მეტროსადგურის  პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერდა. აღნიშნულის მიზეზი ძაღლი გახდა, რომელიც გვირაბში შეიპარა. შემთხვევა  გურამიშვილის სადგურზე მოხდა. მეტროს თანამშრომლებმა ძაღლის გამოყვანა ვერ მოახერხეს, რადგანაც ის აგრესიული იყო. “მეტროს თანამშრომლებმა სპეციალური სამსახური გამოიძახეს, რის შემდეგაც ძაღლი მათ უვნებლად წაიყვანეს. შესაბამისად, სადგურები მგზავრთა მიღებაზე ცოტა მოგვიანებით გაიხსნა“ – განმარტეს  სატრანსპორტო კომპანიაში.  

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან  ბალისტიკური რაკეტების გაშვება გახდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა. „ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება ძალიან უჩვეულო და მიუღებელია, რადგან ის პირველად დაეცა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზის“ სამხრეთით“, – აცხადებს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორი კანგ შინ-ჩულმა.  

მეტი...

„გიჟი უნდა იყოს ეს რომ გააკეთოს“ – ბორის ჯონსონი პუტინზე

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ისევ რეალობად რჩება. მსოფლიოს ლიდერებმა ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მისი შეფასებით, პუტინი ამ ნაბიჯზე არ წავა. „არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს… უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს.  ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება“, – აცხადებს ჯონსონი.  

მეტი...

უკრაინა მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებულად მძიმე ზამთრისთვის მოემზადონ

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინელებისთვის საკმაოდ რთული და მკაცრი იქნება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს. „სახელმწიფო ემზადება ზამთრისთვის, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი“, – აცხადებს დენის შმიგალი. მა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინას მკაცრი და აქტიური მოლაპარაკებები აქვს პარტნიორებთან, რომ მოსახლეობას რთული ზამთრის დაძლევაში დაეხმაროს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, თორმეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას.  

მეტი...

საუდის არაბეთი ირანის მხრიდან თავდასხმის მოლოდინშია

ახლო აღმოსავლეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ჯარები სრულ მზადყოფნაში არიან. აღნიშნულის მიზეზი დაზვერვის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც, ირანი საუდის არაბეთისთვის თავდასხმისთვის ემზადება. ელ-რიადმა ინფორმაცია თავდასხმის მზადების შესახებ აშშ-საც მიაწოდა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჯარების გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა. ირანის დაზვერვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურებს ბრალს სდებენ აქტივისტ მაჰსა ამინის სიკვდილთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების დაგეგმვასა და რეალიზაციაში. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის პოლიციამ  ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით დააკავა. აშშ-მა, საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა, დაზვერვის…

მეტი...

ისრაელის არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ისრაელში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი “ლიკუდი” ლიდერობს. აღნიშნული შეფასება დათვლილი ხმების მიხედვით კეთდება, რომელიც  20.7 პროცენტია. მის მიხედვით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკი 120-ადგილიან პარლამენტში 72 მანდატს დაიკავებს. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, ყოფილი პრემიერის ბლოკი პარლამენტში 61-62 ადგილს იკავებს, ხოლო ალიანსი კი, რომელიც მოქმედი პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის მხარდამჭერია, 54 ან 55 ადგილს.  

მეტი...

„გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულობის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა“ – ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი ზამთრის პერიოდსა და უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ უკრაინა ზამთარს გადალახავს. რაც შეეხება რუსეთს, მისი შეფასებით, მათ იმედები არ გამართლდება, აცხადებს პრეზიდენტი. „ბრძოლის ველზე ისინი უიმედოდ არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს. მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ. მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი რუსული თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულობის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა. იმის ნაცვლად,…

მეტი...