,,თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ პროტესტის ძალიან სერიოზული ტალღის წამოწყებას, რომელიც ამათ გადალეკავს”- გედევან ფოფხაძე

„შინაგანად იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, საღი აზრი არსებობდეს, ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს,”-  ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ”სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც საქმეშიც არანაირი დანაშაული არ აქვს, სისხლის სამართლის საქმეც არ არის, სადაც დანაშაული წერია, ასეთი ადამიანი გაუშვა ციხეში.”

„შინაგანად იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, საღი აზრი არსებობდეს, ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვინც ახლა აქ ხართ, ჩვენს უკან არის ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ერთიანობის შექმნა, რომელიც რეალურ დისკომფორტს შეუქმნის ამ ხელისუფლებას, რომელიც მიხვდება, რომ ამ უსამართლო, დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებს ადეკვატურ პასუხს.

დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფ ადამიანებს გვაქვს ის რესურსი, რომ თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ პროტესტის ძალიან სერიოზული ტალღის წამოწყებას. ეს იქნება ტალღა, რომელიც ამათ გადალეკავს. ესენი ისედაც დამთარებული არიან. ხუთ-შვიდ თვეს ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, მეტი მათ რეალურად აღარ აქვთ, ისტორიამ ისინი გაწირა. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ამ ყველაფრის თანამონაწილეები. ამიტომ, არ გვაქვს უფლება, დღეს ასე დავიშალოთ და მაშინ, როცა ნიკა თავგანწირვის ასეთ მაგალითს გვაძლევს, უპირობოდ დავუთმოთ ეს სივრცე. ეს სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს, რუსთაველიც და ყველა ადგილი. არანაირი ინდივიდუალური პროტესტები, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ. საჭიროა სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვა, ყველა ერთად დავდგეთ. აქ არის დიდი რესურსი ნიკას მეგობრების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, არასამთავრობო სექტორის. ეს ყველა სექტორი თუ ერთად დადგება, ერთ საკოორდინაციო ცენტრს შექმნის და ნიკა წინააღმდეგ უსამართლო განაჩენის მიმართ გაილაშქრებს, ეს იქნება ჩვენი ადეკვატური პასუხი. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები