,,თუ ვიქნებით ერთიანნი, გვარამია-სააკაშვილიც გათავისუფლდებიან და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ”- გიორგი ვაშაძე

,,ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთიანობის გარდა, გამარჯვების სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

„საერთო ევროპული ერთობა თუ იქნება ევროპულ ფლანგზე, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გვარამიასაც და სააკაშვილსაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ეს არის ერთადერთი გზა, ერთიანობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გვინდა, გვარამია იყოს თავისუფალი? ერთიანობა, გვინდა, სააკაშვილი იყოს თავისუფალი? ერთიანობა. ევროკავშირის სტატუსი გვინდა? ერთიანობა. ვიდრე ერთობას არ დაინახავს, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ, არანაირი შეწყალება არ იქნება, ნუ გექნებათ ეს ილუზია, უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი იქნება, ვიდრე ხალხის ძალას არტ ნახავენ. ჩვენ, ვინც მივიღეთ ამის გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენეთ უკეთესი გზა თუ არსებობს. დავდგებით ერთად, გავიმარჯვებთ. ჩემი გეგმა არის ერთიანობა, ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ. გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები