საუდის არაბეთი ირანის მხრიდან თავდასხმის მოლოდინშია

ახლო აღმოსავლეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ჯარები სრულ მზადყოფნაში არიან. აღნიშნულის მიზეზი დაზვერვის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც, ირანი საუდის არაბეთისთვის თავდასხმისთვის ემზადება.

ელ-რიადმა ინფორმაცია თავდასხმის მზადების შესახებ აშშ-საც მიაწოდა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჯარების გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა.

ირანის დაზვერვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურებს ბრალს სდებენ აქტივისტ მაჰსა ამინის სიკვდილთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების დაგეგმვასა და რეალიზაციაში. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის პოლიციამ  ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით დააკავა.

აშშ-მა, საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა, დაზვერვის მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამხედრო მზადყოფნის დონე გაზარდეს.

 

მსგავსი თემები