ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან  ბალისტიკური რაკეტების გაშვება გახდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

„ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება ძალიან უჩვეულო და მიუღებელია, რადგან ის პირველად დაეცა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზის“ სამხრეთით“, – აცხადებს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორი კანგ შინ-ჩულმა.

 

მსგავსი თემები