ისრაელში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი “ლიკუდი” ლიდერობს.
აღნიშნული შეფასება დათვლილი ხმების მიხედვით კეთდება, რომელიც 20.7 პროცენტია. მის მიხედვით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკი 120-ადგილიან პარლამენტში 72 მანდატს დაიკავებს.
რაც შეეხება ეგზიტპოლებს, ყოფილი პრემიერის ბლოკი პარლამენტში 61-62 ადგილს იკავებს, ხოლო ალიანსი კი, რომელიც მოქმედი პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის მხარდამჭერია, 54 ან 55 ადგილს.