უკრაინა მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებულად მძიმე ზამთრისთვის მოემზადონ

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინელებისთვის საკმაოდ რთული და მკაცრი იქნება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს.

„სახელმწიფო ემზადება ზამთრისთვის, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი“, – აცხადებს დენის შმიგალი. მა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს.

პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინას მკაცრი და აქტიური მოლაპარაკებები აქვს პარტნიორებთან, რომ მოსახლეობას რთული ზამთრის დაძლევაში დაეხმაროს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, თორმეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას.

 

მსგავსი თემები