მეტროს გვირაბში ძაღლი შეძვრა, რის გამოც მოძრაობა გაჩერდა

თბილისის მეტროსადგურის  პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერდა. აღნიშნულის მიზეზი ძაღლი გახდა, რომელიც გვირაბში შეიპარა. შემთხვევა  გურამიშვილის სადგურზე მოხდა. მეტროს თანამშრომლებმა ძაღლის გამოყვანა ვერ მოახერხეს, რადგანაც ის აგრესიული იყო.

“მეტროს თანამშრომლებმა სპეციალური სამსახური გამოიძახეს, რის შემდეგაც ძაღლი მათ უვნებლად წაიყვანეს. შესაბამისად, სადგურები მგზავრთა მიღებაზე ცოტა მოგვიანებით გაიხსნა“ – განმარტეს  სატრანსპორტო კომპანიაში.

 

მსგავსი თემები