,,კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დიპლომატიური მისია საქართველოში დაასრულა.

მსგავსი თემები