„გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულობის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა“ – ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი ზამთრის პერიოდსა და უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ უკრაინა ზამთარს გადალახავს. რაც შეეხება რუსეთს, მისი შეფასებით, მათ იმედები არ გამართლდება, აცხადებს პრეზიდენტი.

„ბრძოლის ველზე ისინი უიმედოდ არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს. მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ. მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი რუსული თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულობის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა. იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები