„გიჟი უნდა იყოს ეს რომ გააკეთოს“ – ბორის ჯონსონი პუტინზე

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ისევ რეალობად რჩება. მსოფლიოს ლიდერებმა ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს.

უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მისი შეფასებით, პუტინი ამ ნაბიჯზე არ წავა.

„არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს… უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს.  ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება“, – აცხადებს ჯონსონი.

 

მსგავსი თემები