,,ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“- ზელენსკი

,,ქვეყნის ცხრა რეგიონში, ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება, რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგება და ელექტროენერგია ტექნიკურად.

„ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის, ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები