ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას” ედავება.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მსგავსი თემები