31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. „ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც თავისუფალი გადაადგილების მსოფლიოში ყველაზე დიდ ზონას წარმოადგენს. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მოთხოვნით ძალაში რჩება სასაზღვრო შემოწმება სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე. ოფიციალური ვენა შიშობს, რომ რუმინეთი და ბულგარეთი უკანონო მიგრანტების ნაკადებს ვერ უმკლავდებიან.

მეტი...

რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა. უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 1273-ზე მეტი ბავშვი. “დონეცკში – 524, ხარკივში – 343, ხერსონში – 149, კიევში – 130, დნეპროპეტროვსკში – 125, ნიკოლაევში – 103, ზაპოროჟიეში – 100, ჩერნიჰივში – 72, ლუჰანსკში – 67”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მეტი...

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ბარში მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივ ბარში მძევლები აიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს. ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციის თქმით, ტერორისტულ აქტზე ეჭვის მიტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებას.

მეტი...

ვინ იყო აგვისტოს ომის ყველაზე პატარ გმირი – ნიკა ყალაბეგიშვილი 18 წლის წავიდა ომში

დედამისს შავები არ ჩაუცვამს და არც აპირებს ჩაცმას – რადგან არ სჯერა, რომ ის მკვდარია… ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დეენემის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები. გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო. 18 წელი. მის თავგადასავალში, გმირობამდე, არაფერია უჩვეულო, გამორჩეული. წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე. დოლი ყალაბეგიშვილი, დედა: „ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, წყნარი. ჯარში არავის გაუწვევია,…

მეტი...

ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება – ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაცია პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში დაზუსტებულ ინფორმაციას გაავრცელებს ბილეთებზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. „ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

მეტი...

ქადაგიძე: კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე… წავალ სისტემიდან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება “კატეგირიულად” მიუღებელია. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა. ქადაგიძემ აღნიშნა, ყოველგვარ მონიტროინგზე უარს ამბობს და მათი შემოწმების უფლება არავის აქვს. “მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს ჩემთვის, ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ. შეიძლება, თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი…

მეტი...

ქმრის ღალატისთვის ჩაიქოლებიან… – „თალიბანის“ ლიდერმა განცხადება გაავრცელა

ავღანეთში ქალები ქმრის ღალატის გამო მალე ჩაიქოლებიან. ეს განცხადება თალიბანის უზენაესმა ლიდერმა  გააკეთა, მისი გამოსვლა ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. “მალე გამოვაცხადებთ სასჯელს მრუშობისთვის. ჩვენ საჯაროდ დავსჯით ქალებს. საჯაროდ ჩავქოლავთ მათ და მოვკლავთ”, – ციტირებს The Telegraph-ი თალიბანის ლიდერის სიტყვებს.

მეტი...

„მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია – ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – წულუკიანი

„მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს ჩემთვის არ არსებობს უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა გახლავთ. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მადლობა ამისთვის.” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. “მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით ჩვენზე უმცროს გოგონებსა და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით. იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება…

მეტი...

ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე, სერგეი შეფირი, და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინული მედიის ცნობით,  გათავისუფლებულებს შორის არიან: მიხაილ რადუცკის, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო. ამას გარდა, განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაიაც.

მეტი...

„ორი შვი­ლი დარ­ჩა…“ – ვინ არის ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალი

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. და­ღუ­პუ­ლი ქალი მა­რე­ხი მა­კა­რა­ძეა. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა, მათ შო­რის ერთი ახალ­შო­ბი­ლი. “მარეხი მაკარაძე რით ვანუგეშო ჩემი ძმა რძალო წაგიყვანე და ვეღარ ამოგიყვანე არ გამომატანეს შენი თავი. როგორ გაიხარებენ ჩემი ძმის და ჩემი ძმიშვილების ცოდვით არ ვიცი… რა მიმძიმს უშენობა, თავი სიზმარში მგონია… მე როგორ ვარ და ჩემი ძმა რით ვანუგეშო… ღმერთო,რა დიდი ტკივილია… ღმერთო, გააძლიერე ყველა, გასკდა…

მეტი...

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა -ოჯახი მედპერსონალს ადანაშაულებს

ექიმების დაუდევრობა, თუ უბედური შემთხვევა – ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 31 წლის მარეხი ნაკაიძის ოჯახის წევრები მედიკოსებს სამედიცინო პროცედურების არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ქალის მეუღლე, მურად დავითაძე ამბობს , რომ მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც საკეისრო კვეთის შემდეგ ნარკოზიდან გამოვიდა, ამიტომ ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ახალგაზრდის ქმარი დარწმუნებულია, რომ ცოლი ექიმების არაპროფესიონალიზმს შეეწირა. დაახლოებით, 5-ის 15 წუთზე გაუკეთდა საკეისრო კვეთა. შემდეგ ბავშვი ვნახე, ყველაფერი კარგად იყო, მეუღლეც კარგად არის, უბრალოდ საყურადღებოაო. მეუღლეც გამოვიდა კონტაქტზე. მომწერა, რომ ყველაფერი კარგად არისო. ერთი საათის შუალედში მირეკავს…

მეტი...

ექიმებს ორსული ქალი ავადმყოფ პაციენტში შეეშალათ და აბორტი გაუკეთეს

პრაღაში, ბულოვკას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმებმა ორსულ პაციენტს შეცდომით აბორტი გაუკეთეს. როგორც შემდგომში გაირკვა საავადმყოფოს ერთდროულად ორმა ქალმა მიმართა, ერთი მათგანი, ორსული პაციენტი, საავადმყოფოში რუტინული გამოკვლევისთვის მივიდა, მეორე კი ოპერაციის გაკეთებას აპირებდა, რომელიც საშვილოსნოს დაავადების სამკურნალოდ ტარდება. ასეთი ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ორსულობის შეწყვეტის მიზნითაც. ექიმებს გაურკვეველი მიზეზების გამო, ორსული პაციენტი ავადმყოფ ქალში აერიათ და ოპერაცია გაუკეთეს. ქალმა ჯანმრთელი ნაყოფი დაკარგა. საავადმყოფოს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც შესაძლოა ინციდენტში იყო ჩართული, დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.

მეტი...

რომელ პორტალზე გაიყიდება ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები – ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია…

მეტი...

ინსპექციის თანამშრომლებმა სადგურის მოედანთან და “დეზერტირების ბაზართან” გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ მათმა თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დახლები ხელს უშლიდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლას და ტრანსპორტის მოძრაობას. “ტერიტორია შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო…

მეტი...

„ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ თავად არ მოვინდომეთ შველა!.. ეს უკვე სირცხვილზე მეტია…“ – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოცქსელში წერს: „თურმე ხვიჩა კვარაცხელიას და მამა გაბრიელს შორის ,,საოცარი” მსგავსება ყოფილა… ყველაფერში რომ უკიდურესობა გვახასიათებს, მარტო ფანატიზმის არა, ფსიქიკური აშლილობის ბრალია… რა მნიშვნელობა აქვს, რაზე აფანატებ, შედეგი ერთია… ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ თავად არ მოვინდომეთ შველა!.. ეს უკვე სირცხვილზე მეტია… მალე ალბათ ბურთს გავაკერპებთ!..“

მეტი...

რუსეთში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს – ტაჯიკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითიზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს – 24 წლის ნაზრიმად ლუტფულოის, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსკოვის სასამართლოში მას ტერაქტის მუხლით წაუყენეს ბრალი. სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. აზრიმად ლუტფულოი მეცხრე დაკავებულია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის, დანარჩენი რვაც წარმოშობით ტაჯიკეთიდანაა. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. შემთხვევა ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის საქმეზე…

მეტი...

„ჩინეთის ჰავაი“ – კუნძული სამხრეთ ჩინეთში (Hainan – Hawaii of China)

ჰაინანის კუნძული ჩინეთის სამხრეთ ნაწლში მდებარეობს. ეს კუნძული  ცნობილია ტროპიკული კლიმატით, სანაპირო ზოლებით,  კურორტებით,  ტყიანი და მთიანი ინტერიერით. სამხრეთით მდებარე ქალაქ სანიას არაერთი სანაპირო ზოლი აქვს. რომელიც სგრძე  22 კილომეტრია და გრძელდება ნახევარმთვარის იალონგის ყურემდე. ულამაზესი სანახავია ტროპიკული ტყეები, საფეხმავლო ბილიკები,  დაკიდულ ხიდები და ჩანჩქერები. ეს კუნძული ცნობილია როგორც “ჩინეთის ჰავაი”, ტროპიკული კუნძულის სამოთხე, სადაც ძირითადად ქვიშიანი სანაპიროა. აქ ასევე მდებარეობს ჩინეთის უდიდესი თავისუფალი ვაჭრობის ნავსადგური. აქ იკრიბებიან პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები ყოველწლიურ  “აზიის დავოსზე”. ჰაინანი ვიეტნამის საზღვართან მდებარეობს. ის კუნძულად მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ის ფიზიკურად დაშორდა ვიეტნამს ვულკანური…

მეტი...

ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში – მიხეილ ყაველაშვილი

18 ივნისს დათო ყიფიანის დაბადების დღეა. დათო ყიფიანი არის ქართული ფეხბურთის რაინდი. თავისი ყველა თვისებით „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსულს ჰგავდა. დორტმუნდში, სტადიონზე, ქომაგებს მისი ბანერის გაშლას ვთხოვ, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ვისი შთამომავლები თამაშობენ დღეს ქართულ ფეხბურთში, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა, თუ რა მძიმე პერიოდი გაიარა ქართულმა ფეხბურთმა, და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. „ეს ადამიანები – ჩივაძე, ყიფიანი და ა.შ. იმ მძიმე, 90-იან წლებში იდგნენ ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე, როცა ფორმა არ გვქონდა და საშხაპეში წყალი მოწანწკარებდა. უელსს ისე…

მეტი...

„აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“ – ეროვნული ნაკრების მესიჯი მსოფლიოს გასაგონად – ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა!

„ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა“, – ეს ფრაზა კიდევ ერთხელ გამყარდა 26 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სანუკვარი გამარჯვება მოიპოვა, იმ ღამეს, როცა მთელი საქართველო ამ ისტორიულ დღეს ზეიმობდა, ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნეს  – “აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა”ეს სიტყვები ნიკა კვეკვესკირს ეკუთვნის, რასაც მთელი ნაკრები აყვა. ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა, გალიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, კვეკვესკირის მშობლები ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ. ევრო 2024-ის ფლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს. შეგახსენებთ, შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა. ამ გამარჯვებით,…

მეტი...

„3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან“ – ნიკა მელია

არიან ადამიანები, პარლამენტიდან არც გამოდიან, ან პარლამენტში რას აკეთებენ, სიმართლე გითხრათ, დღეს ჩემთვისაც გაუგებარია. იქ თუ ხარ, რუსული ყაიდის ხელისუფლება ხარ, პუტინის მონა ხარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილის, 24 საათი ამაზე რომ საუბრობ, პარლამენტში რა გინდა, რუსებთან რა გინდა პარლამენტში. ამ რიტორიკას მაინც არ უნდა ავითარებდე. რამდენ პარლამენტარს ხედავთ თქვენ დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან? სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ვინ აქტიურობს? ხატია [დეკანოიძე] აქტიურობს, ბატონი რომანი [გოცირიძე] აქტიურობს, ანა ნაცვლიშვილი აქტიურობს, თეონა აქუბარდია აქტიურობს ოპოზიციიდან. სხვას ვერ ვიხსენებ. მე ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, მაქსიმუმ 5 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს…

მეტი...

“მთელი ბაკურიანი ეძებს” – ვინ არის ზვავში დაკარგული დიმიტრი გოგოლაძე

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები რთული ხილვადობისა და ნისლის გამო დროებით შეჩერდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა მაშინვე განახლდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. მისი მოძებნა მეორე დღეა, ვერ ხერხდება. ძებნის სამუშაოებში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დიმიტრი გოგოლაძე ადგილობრივი ბიზნესმენი, ბაკურიანში ცნობილი “ამირანის პარკის” და სასტუმროს მფლობელია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მისი ახლობლები და მეგობრები ჰყვებიან, რომ იგი ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული და მრავალი წელი…

მეტი...

ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება…

მეტი...

განსაკუთრებით ფრთხილად იყოს “ქართული ოცნება” – მელია

“ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა მელია “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს – ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ივანიშვილს გუნდს მოუწოდებს, რომ 5-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალოს. მელია დარწმუნებულია, რომ ახალ ძალას გააჩნია საარჩევნო ბარიერის გადალახვის პოტენციალი და მეტიც,  2024 წლის არჩევნებზე პატარა პოლიტიკური პარტიები ხმათა უმრავლესობის მიღებას შეძლებენ. მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე პარტია “ახალი” გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია. არჩევნების შედეგებით, დარწმუნებული ვარ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა და პარტია “ახალი” სხვა პარტიებთან ერთად იქნება, სამთავრობო კოალიციის ბირთვის ჩამომყალიბებელი ძირითადი ძალა. მართლა ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც” რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ, საპირისპირო…

მეტი...

„ახლა მხოლოდ უკრაინა არ არის საფრთხის ქვეშ, არამედ მოლდოვაც“ – ზელენსკი

“მტერმა გუშინ ღამით მიზანმიმართულად შეუტია კანივისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურებს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ტერორისტულ ქვეყანას განამეოროს ის ეკოლოგიური საშინელება, რომელიც ხერსონის ოლქში მოაწყო. მაგრამ ახლა მხოლოდ უკრაინა არ არის საფრთხის ქვეშ, არამედ მოლდოვაც. რუსეთი არ გაჩერდება, თუ მას უკრაინაში დროულად არ შევაჩერებთ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში – ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში შეხვედრებს განაგრძობს

ორბელიანის სასახლეში, ცესკოს თავმჯდომარე, საარჩევნო კომისიის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს თითქმის 1 საათი ხვდებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხი იყო. განიხილეს გზები თუ როგორ უნდა მოხდეს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა ისე, რომ ყველა ემიგრანტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეს. დისკუსიის დაწყებამდე, პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებაც გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის სურვილს, საზღვარგარეთ უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ, მალევე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა სოციალური ქსელით უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები გამართონ. ”ქართულ ოცნებაში” დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი…

მეტი...

48 წლის დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ – ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა

ზვავში მოყოლილ მამაკაცს დღეს იმაზე მეტი მაშველი ეძებდა, ვიდრე გუშინ. ეპიცენტრის ადგილას ვერტმფრენმა დამატებითი ჯგუფები დილის 7 საათიდან ჩაიყვანა. ზვავსაშიშროების გამო, მათ ძალიან ფრთხილი მუშაობა უწევთ. ადგილი მიუვალია, ამიტომ სპეც-ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება, სამთო აღჭურვილობით მუშაობა კი მეტ დროს მოითხოვს. 48 წლის მამაკაცი ბურანების ტურში ხშირად დადიოდა. დიტო გოგოლაძე 5 მეგობარს შორის ერთადერთია, ვინც ციხისჯვრის მიმდებარედ, ორ მთას შორის ჩამოწოლილი ზვავის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. 4 გადარჩენილთან ერთად, სიახლეებს მაშველებისგან მთელი ბაკურიანი ელოდება, რადგან ყოფილ მოთხილამურეს ყველა ახლოს იცნობდა. მეგობრები და ნაცნობები დაკარგულის პოვნის იმედს არ კარგავენ. რელიეფური სიძნელეების მიუხედავად, არ…

მეტი...

“მილანს” მამარდაშვილის დამატება სურს

“მილანს” გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “როსონერის” ფრანგი მეკარე მაიკ მენიო დატოვებს. “მაიკ მენიოს “მილანთან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. “როსონერის” არ სურს, რომ მოვლენები დონარუმას სცენარით წარიმართოს და ფრანგი უფასოდ დაკარგოს. ამიტომ მენიოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს სულ სხვა მოთხოვნები აქვს. ამიტომ “მილანი” სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. “მონცას” მეკარე მიკელე დი გრეგორიოს გარდა, “როსონერისთვის” მამარდაშვილი მენიოს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. “მილანი” მენიოს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ შეელევა, ქართველი კარის დარაჯის დამატებას კი 40 მილიონ ევროდ შეძლებს. ტრანსფერის…

მეტი...

რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა

რუსულმა მხარემ ოდესის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტები ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევები მშვიდობიან მოსახლეობას დაეცა. საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაშავებულია არასრულწლოვანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ ოდესის რეგიონის მიმართულებით მართვადი რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვა.

მეტი...

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე ხანძარია

ხანძარი დიდუბეში, თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, მას დამწვრობა აქვს მიღებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

თბილისი პრაიდი: “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია

ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც შემოთავაზებულია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით. “თბილისი პრაიდის” განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია. ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში არაერთი მაგალითი ყოფილა ლგბტქი საკითხებით მანიპულირების და “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკაც ამ ტენდენციის ნაწილია. “თბილისი პრაიდის” შეფასებით, არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებია, ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის. “მისი [“ქართული ოცნების”] ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის…

მეტი...

კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან – დეკანოიძე

“კლანური დაპირისპირებაა… შეიძლება აზარაშვილსაც ძირს უთხრიან, არც ესაა გამორიცხული იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის,” – ასე ეხმაურება სასწრაფოს ექიმების დაკავებას და კორუფციულ სკანდალს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. იმის მიუხედავად, რომ დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პასუხისმგებლობა სრულად აარიდა, “დღის ამბებთან” დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ აზარაშვილის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდეს. დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერების ცვლილების შემდეგ ინტერესთა სფეროების გადანაწილება მიდის. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბური გამოვლინება. იმიტომ, რომ ქართულ ოცნებასთან კორუფციასთან ბრძოლაც ორმაგი სტანდარტების და შინაგანი დინებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კორუფციული სკანდალი,…

მეტი...

„თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში ამ ტრიბუნასთან, ბოდიში“ – ბექა ოდიშარია ბიძინა ივანიშვილზე

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძინა ივანიშვილზე სწორედ იმიტომ დაისვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებში რომ არ არის ჩართული. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ვის ხვდება და რატომ, ამის თქმის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, არც დეპუტატის პასუხისმგებლობა აქვს გააზრებული და არც იმ პირის, ვინც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე რჩევებს გასცემს, ან გადაწყვეტილებას იღებს. ყველა პროცესში ის, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან და ქვეყნის წინსვლასთან, ის იღებს მონაწილეობას და ეხლა საჯაროდ, თუ თქვენთან არ ჩამოდგება პარლამენტში…

მეტი...

„საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ, მოლდოვაც“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან მეზობელ მოლდოვაზე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, – აღნიშნავს  ზელენსკი.

მეტი...

რამდენადაც ვიცი, საგარეოსგან არანაირი საუბარი არ ყოფილა ელჩებთან – ზურაბიშვილი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეხვედრების მიზანია, გამოსწორდეს ხარვეზები და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოების მიერ უბნების გახსნაზე ელჩებთან შეხვედრები მომავალ კვირაშიც იქნება. ,,ყველა სახელმწიფოს ელჩმა გამოაცხადა მზადყოფნა, ჩვენი პარტნიორების ქვეყნებმა, რომ ჩვენ გაგიადვილოთ ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის მზად ვარ მოვისმინო ამის შესწორება, არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი, იმიტომ, რომ ამის…

მეტი...

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ – მიხეილ სააკაშვილი

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალები უნდა გავაერთიანოთ, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია. უწყების ცნობით, შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროს. ,,გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”, –…

მეტი...